გმირების "ასავალ–დასავალი"
![]() |
| "რა დაგიშავეთ ხალხოოო?" |
ამას წინათ პრესის ჯიხურში შევიარე ჟურნალ "გზის" საყიდლად (რა თქმა უნდა წიგნის გულისთვის) და თვალი გადავავლე სხვა მარგალიტებსაც. დაბალი ხარისხისა და მაღალი პოლიგრაფიული დონის, ნაირ–ნაირი ფერები, ფართო ასორტიმენტი – შენ ოღონდ ხელი დაადე და აირჩიე. ამ ჟურნალ–გაზეთებში ყველაზე მეტ ყურადღებას მაინც "ასავალ–დასავალი" იქცევს თავისი შავ–თეთრი დიზაინით. მისი ერთ–ერთი ნომერი მთლიანად გმირთა მოედანზე აღმართულ მემორიალს ეთმობოდა;
სიტყვა "მემორიალის ნაცვლად ხან "შტიკი" ეწერა, ხან "ყ***ჯი" და ხანაც "ფ****ი". ზრდასრული ადამიანები, ოპოზიციის ლიდერები და რაც ყველაზე ძალიან გამიკვირდა – ინტელიგენტები (ეგეთ ინტელექტს რა ვუთხარი!) პირმყრალობდნენ და თავიანთ უგვან სექსუალურ იდეებს გაზეთის ფურცლებზე ანთხევდნენ (აუფ, აუფ :d).
არ ვიცი ამ მემორიალის დანახვაზე ვის რა ასოციაციები წარმოუდგება, მაგრამ პირადად მე "ამსვლელ–ჩამსვლელთა" მსგავსი აზრები ნამდვილად არ მომსვლია თავში! რასაც წაგრძელებული ფორმა აქვს, შეიძლება ყველაფერი ***–ს მიამსგავსო (ეიფელის კოშკზე რაღა უნდა თქვან მაშინ)?
ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, მათი ოჯახის წევრებს და თან მგლოვიარე დედებს მოუწოდებდნენ – გამოფხიზლდით, თქვენს შვილებს ხსოვნის ნიშნად *** დაუდგესო!
მტკიცედ დავრწმუნდი იმაში, რომ საჭიროა გარკვეული ტიპის ცენზურის დაწესება როგორც პრესაში, ისე ტელევიზიაში. მაგრამ მიდი ეხლა და არწმუნე საქართველოს ხელისუფალნი, რომ ამ იდეის განხორციელება "დემოკრატიული შუქურის ბრდღვიალს" ხელს არ შეუშლის...
P.S. ეს ჩვენი მემორიალი არქიტექტურული თვალსაზრისით ნამდვილად მდარე ხარისხისაა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ესთეტიური შეფასებისას ვერაფერი განვიცადე! ავტორიც ხომ უცხოელია და არა ქართველი (ვფიქრობ ამით თითქმის ყველაფერია ნათქვამი), მაგრამ მიშას ფავორიტ არქიტექტორებზე სხვა დროს ვისაუბროთ...


tbilisshi momravldnen ugemovno da gaunatlebeli adamianebi, aramarto tbilishshi, es yvelaferi ashkara masomizmze metyvelebs, erti ganatlebuli adamiani agar shemogvrcha, xalxi daigala amdeni holebisa da sxvadasxva ara qartuli magram gadaqartulebuli frazebis mosmenit, zogic normalurad miichnevs, bolobolo chven xom evropiskev viltvit da komunistebis dros rom araferi ar gaketebula, dges xom aabrdgviales tbilisi chveni jibeebidan, im vajkacebis memoriali ki ertma espanelma agvigo, iman ra icis vin vart chven da ra qveynis shvilebi vart?! magram araushavrs, bolobolo chvens qochora prezidents xom uxaria rom memorialic ki brdgvinavs da cimcimebs ise rogorc mas unda, is xom chveni beladia rqac unda da rogoc unda yvelaferi isea...
ReplyDeleteახლა გორშიც ხომ აპირებენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალის გაკეთებას და შიშისგან გული მისკდება, ასეთი ყლინჯობა არ აღმართონ!..
ReplyDelete:|
1.ცუდია, რომ თემას არ ეხები – მე სულ სხვა რამეზე მქონდა საუბარი (ეჭვი მაქვს რომ არ წაგიკითხავს!:დ)
ReplyDelete2.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა უწმაწური სიტყვებით ვამკობთ მემორიალს – პირველ რიგში, შეურაცხყოფას ვაყენებთ დაღუპულებს და მათ ნათესავებს.
3.იმედი მაქვს, "ყ***ჯობაში" მდარე ხარისხს გულისხმობ – შე მართლა ვასასო!(მაშინ მეც დაგეთანხმები,:დ)
კარგი ბლოგია, და საინტერესო პოსტები.
ReplyDeleteუნდა ჩავუჯდე :)
გმადლობთ, გმადლობთ – თქვენს მიმართაც იგივეს ვიტყოდი :დ
ReplyDeletememoriali kargia albat magram gmirs sikvdilis mere dafaseba sxvanairi unda es erti
ReplyDeleteasaval dasavali tu sxva carmomadgeneli bechduri mediidan saertod unda dabugo da dacva, uxiagi da xepre jurnalist redaqtorebit
da rac sheexeba memorials absoluturi simaxinje da uaxro qmnilebaa. an gavrebis dacerasra azri hqonda tu veravin gaecnoba , veravin gaixsenebs da veravin aacvdens tvals boloshi miceril gvarebsa da saxelebs. mokled utvinobaa eg ragac mand. magas jobda is giorgis qandekeba gadmoetanat tavisuflebidan gakvexili romaa uazrod da gmirta moedanze rame normaluri memoriali daedgat (tundac modern art-is stilshi magram lamazi da kargi)
აბსოლუტურად გეთანხმები – ზუსტი შეფასებაა. მეც აღვნიშნე რომ არქიტექტურულად ძალიან მდარე ხარისხისაა, თანაც ვიღაც უცხოელის გაკეთებულია და ჩვენს ტკივილსა და ვარამს თავისი ესპანური სულით ნამდვილად ვერ გადმოსცემდა. ბოლოს მაინც მიშაზე უნდა მიდგეს საქმე – ფერებსაც ხომ ეგ ურჩევს შენობებს... და რაც მთავარია ვაი ჩვენ, რომ ამ ყველაფერს მშვიდად შევყურებთ. დღეს ცხვრების ფარისგან არაფრით განვსხვავდებით!
ReplyDeleteვაკომენტარებდი და იმხელა პოსტი შემომეწერა, ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე :D აი აქ ნახეთ :D
ReplyDeletehttp://bit.ly/gmrasad
გეთანხმებით საზიზგრობაა,პირადად მე რომ ვნახე ისეტი შდაბეჭდილება დამრჩა თითქოს ტალახი გადაასხეს და მერე არ გაწმინდეს.ისედაც უგემოვნობის ზენიტია,მახინჯია და რავიცი კიდევ ათასი საზიზგრობა მაგონდება.....და კიდევ ერთი საშინელებაა როცა ესპანელი ჩამოდის და გეუბნება როგორი მემორიალი უნდა აუგო შენს გმირებს.მე თუ მკითხავთ მაგიტომაც გამოვიდა ასეთი მახინჯი.და რატომ ვუყურებთ ამ ყველაფერს ასე მშვიდად????მე არ მესმის...მას შემდეგ რაც ეს რაგაცით "დაამშვენეს" თბილისი საკმაო დრო გავიდა და არანაკლებ საშინელი ქმედებები ჩაიდინა ჩვენდა"მზრუნველმა"ხელისუფლებამ მაგრამ ჩვენ მაინც გულცელდაკრეფილნი ვზივართ და ისევ სხვის ყვირილს ვუცდით არადა ამ ლოდინში ნელ-ნელა იშლება სახელმწიფეობრიობა.....
ReplyDeleteოჰ, ოჰ რა გამოსვლა იყო :D განსაკუთრებით "სახელმწიფოებრიობა" იყო მაგარი ბოლოში, და სად გვქონდა ქართველებს ეგ რაღაც აბსტრაქტული საგანი "დამოუკიდებლობის" მოპოვების შემდეგ?
ReplyDeleteის კი ნაღდია, რომ პრობლემა ჩვენ უნდა გადავჭრათ და არა ვიღაცამ, ამისთვის კი შევიმუშავე გეგმა, რომელსაც ცალკე მოგწერ :D (სოვერშენნო სეკრეტნო)
ისე ეგეც მართალია არ გვქონია დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ეგ სანატრელი რამ...ველოდები სჰენს გეგმას...
ReplyDelete