08.08.08.
![]() |
| 08.08.08. |
გულისცემა შეწყდა...
ომი სიკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება!
არასოდეს ყოფილა იმაზე მეტი სიბნელე, ვიდრე იმ ღამეს. არასოდეს ყოფილა გზა თბილისისკენ ისეთი ძნელად სავალი, როგორც მაშინ. ცოცხალ–მკვდარი ადამიანი ამ გზას მიუყვებოდა, სხეული დამძიმებოდა და ახლა მხოლოდ ფიქრებიღა ემსუბუქებოდა...
...
მაშინ ჯერ კიდევ დატყვევებული იყო და მანქანის უკანა სავარძელზე ბორკილებდადებული იჯდა. ჯარისკაცებმა სახლის კარი შეამტვრიეს, დედ–მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარეთ გამოყარეს. კაცს ესროლეს. როგორც ჩანს ქალი ოსი იყო; უყვიროდნენ, ქართველ კაცთან რა გინდა, აქ რა დაგრჩენიაო. მგლოვიარე დედას კაბა შემოახიეს და მანქანაში შეაგდეს. სუნთქვაშეკრულ და გაფითრებულ ბავშვს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში შეუძახეს. ალი დაუმწიფებელი ყურძნის მტევანს მოედო, მწვანე მარცვლები ცრემლებად იღვრებოდნენ...
...
ახლა ამ ყველაფერს იხსენებდა და სხეულიდან ჩამონადენ სისხლს მისი ცრემლიც ერეოდა. ნამტირალევი ადამიანის ზლუქუნი და ტკივილებისგან გამოწვეული კვნესა ერთმანეთს ენაცვლებოდა. ფილტვი სისხლით ივსებოდა და სანახევროდ სუნთქავდა, მაგრამ გული მაინც მშობლიური მიდამოებისკენ მიუწევდა. ახლაღა ხვდებოდა თუ რა მძიმე ტვირთს წარმოადგენდა ქართველობა და მრავალი ადამიანისგან განსხვავებით, ეს ტვირთი იმ დღესაც ბოლომდე ატარა...
...
ტყვეები ნესტისაგან დასველებულ და ჩაშავებულ ოთახში შეყარეს. მერე სამი დღის უსმელ–უჭმელები დღის სინათლეზე გამოიყვანეს, ტანსაცმელი გაახდევინეს და უთხრეს გზა თავისუფალიაო. ახალი გასართობი ეშოვათ და ძალზედ ხალისობდნენ – ტყვეებს ცხვრებივით გარეკავდნენ ტყეში, შემდეგ კი სიკვდილის ანგელოზებად გარდასახულნი დაედევნებოდნენ. კედელს მიღმა გაიყვანეს და რბოლაც დაიწყო. შორიახლოს მდგარმა ვიღაც ცისფერჩაფხუტიანმა სისხლნარევ გუბეში ჩაგდებული აგური ხელში აიღო და კედელს მიამატა. ვინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი რჩებოდა მის მეორე მხარეს...
...
გზას ბოლო არ უჩანდა. მგლის ხახაში ჩავარდნას ერჩივნა საკუთარი თავისთვის თავადვე გამოეტანა განაჩენი, მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა. მოციმციმე სინათლე ნელ–ნელა იზრდებოდა, მანქანა შორიახლოს გაჩერდა.
"ეი ტი... ასეწინ?"
"ღმერთო მომიტევე, რაც შეგცოდე",– ჩაილაპარაკა თავისთვის და გულისცემა შეწყდა...
ომი სკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება!

ეს ჩანახატია თუ ნამდვილი ამბავი?
ReplyDeleteესეც შესაძლებელია, მოხდეს
ReplyDeletehttp://zurriuss.ge/erekles-adventure/
რაღაც მეეჭვება, მაგრამ იდეა ძალიან მომწონს:D
ReplyDeleteSuxoTuzeli
ReplyDeleteკარგი იყო, თემაც კარგი ნაპოვნია და მთელი სიუჟეტიც, არსებობს ერთი მაგრამ, მოკლეა და როლში რომ უნდა შეხვიდე მაშინ მთავრდება, დაამძიმე და 2 გვერდამდე აიყვანე (არაა აუცილებელი ტრაგედიები ჩაურთო თუნდაც ბუნება აღწერე გაკვრით, ყველაზე ნაკლებად ეგ აინტერესებს და მოუთბენლად ელიან მთავარი მოვლენის გაგრძელებას, მთავარია ბუნებით არ დააინტერესო და არ დაავიწყო ტრაგედია).
პრინციპში რაღაც მომენტებმა "დამბურძგლა".