იოლის ვითომ ნაყინი და კუს ტბის 2-ლარიანი საოცრება
ცოტა ხნის წინათ, კუს ტბამ ნაყინის "ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც "იოლი" ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა ესეც საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ამ "ივენთს" ფესტივალისა არაფერი ეცხო. უნიჭო მენეჯერების მიერ მოწყობილი ტაკიმასხარაობა - პირადად მე სწორედ ამ სათაურს შევურჩევდი "იოლის" ექსცენტრიკულ გამოხტომას.
ახლა მთავარზე გადავიდეთ: "ფესტივალი" საღამოს 6 საათზე დაიწყო, მეგობრებთან ერთად კუს ტბაზე ტყის ბილიკებით ავედი და როდესაც დაღლილ-გახვითქულებმა ცივილიზაციას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სანაყინეს მივაშურეთ. ვფიქრობდი, ნაყინი უფასო(:D) თუ არა ნახევარ ფასში მაინც იქნება-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, გამყიდველმა ზუსტად იმდენი გამომართვა, რასაც ჩემს მეზობლად არსებულ "ბუტკაში" ვიხდი, თანაც სადაა ნაყინი - გამხმარი მარგარინი - ერთი ცალი ძლივს ჩავდღლიზე და საწრაფოდ გამოვბრუნდი 180 გრადუსით...
სხვათაშორის იქვე შემეჩეხა ქართული ესტრადის "ვარსკვლავი" - კორკოტა, რომელიც შუა კარში გამოჭიმულიყო და უშედეგოდ ცდილობდა ყურადღების მიპყრობას ავტოგრაფების დასარიგებლად :D იცით თუ არა, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო წყალი არ არსებობს :D:D:D ანუ წყურვილით რომ კვდებოდე, 2 ლარი უნდა გადაიხადო 250 მლ გამთბარი წყლისთვის - თითქოს სამოთხიდან ჩამოტანილი უკვდავების ნექტარი იყოს - მაგრამ შენს ჩამხმარ კუჭს მაინც ესიამოვნება :D
მოვდიოდი იმ "ცივილიზაციიდან":
და ჩემთან ერთად გაოცებული მშობლების მიეზიდებოდნენ ნამტირალევ ბოვშებს სახლში ...
P.S. უღრმეს მადლობას ვუხდით: კუს ტბის ადმინისტრაციას, იოლს და ერთ სათნო ადამიანს, რომელმაც თავისი ჯიპით ქალაქში ჩამოგვიყვანა :)))


chveni dauviwyari mogzauroba varketilidan kus tbamde...am "festivlis"shemdeg erti gadawyvetileba miige agarasdros waval festivalze(saqartveloshi)saxlshi wyurvilt mainc ar movkvdebi:))
ReplyDeletegetanxmebi magram gaachnia sad tardeba da vin atarebs - nataxxxxxataxtarma magalitad mshvenieri aqcia moawyo, ludi iafad iyo da bevric chaucecxlavt :D:D:D
ReplyDeleteki martla bevri vcecxlet :D :D :D
ReplyDeleteმომეჩვენა,რომ გაბრაზების ნიადაგზე გაბუქებულად გიწერია,მაგრამ ბოლოს P.S.-მა გამოასწორა ყველაფერი :)
ReplyDeleteხო უბრალოდ ბრჭყალები დამავიწყდა ბოლოში :))
ReplyDeleteსაინტერესო იყო, : )) ცოტა არ იტოს ვიცინე .. :დ
ReplyDelete