როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს


   ჩაიარა სკოლის საატესტატო გამოცდებმა, რომელიც "უპრეცენდენტო" იყო მთელ მსოფლიოში და სწორედ აქ, საქართველოში ჩატარდა "პირველად", ახლა კი სხვა ქვეყნები სწვალობენ ჩვენგან განათლების რეფორმებს. - ასეთი განცხადებები გააკეთეს დიმკა შაშკინმა, მიმინო(ა)შვილმა და რაღა თმა უნდა, მანდაწიურებმა - კეთილი სამარიტელის შთამომავლებმა.
  ერთი მხრივ, ტყუილი თქვეს, რადგან CAT-ის სისტემა ევროპაში აპრობირებული მეთოდია. თუმცა, მეორე მხრივ, სიმართლესაც ვხედავთ - საატესტატო გამოცდები ამ ფორმით ალბათ არსად არ ჩატარებულა - როცა ცხრასაათიან და ხუთსაათიან "ცდისპირებს" ერთსა და იმავე კითხვებს დაუსვამ, მხოლოდ პირველი ნაკადიდან თუ ჩაიჭრებიან, ხუთსაათიანებმა კი ისეთ შედეგებს მიაღწიეს, რომ "საუკეთესო" 100 მოსწავლის თითქმის 70% სწორედ მათგან იყო დაკომპლექტებული. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამის მერე პპპპპრეზიდენტი გამოვიდა და იმ 100 მოსწავლის წინაშე გაცოფებული ყვიროდა - "რას ჰგავს ეს, ყველა პასუხი იცოდნენო!" (თუ - იცოდითო... :D)

  როგორც გავიგე დაახლოებით 4-6 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა სკოლის საატესტატო გამოცდებზე და მათი უმეტესობა სოფლებიდან იყო, რაც ძალზედ "გამიკვირდა", რადგან ეროვნულ ოლიმპიადებზე პირველი 50-ეულის ძირითად ნაწილს სწორედ სოფლის სკოლები იკავებდნენ. გასაგებია, რომ ეს სოფლების წინ წამოწევისა და გაქაჩვისთვის კეთდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნიჭიერი (შედარებით)  ბავშვები იჩაგრებიან.
  კიდევ ცალკე თემაა არაკომპეტენტური გამსწორებლები. წარმოიდგინე, რომ ოლიმპიადიაზე მოხვდი საუკეთესო 100 მოსწავლეში, ხარ ასე 38-ე ადგილზე და თავისუფლად გადადიხარ მე-3 ტურში, ასე რომ თავს მშვიდად გრძნობ, მაგრამ უცბად სრულდება "სააპელაციო ხანა" და აღმოჩნდება რომ ასობით მოსწავლე გისწრებს :D:D მაგრამ რას იზამ, როცა naec-ის უკანასკნელი ოპერატორიც კი ძაღლივით გიღრენს...

 P.S. შემდეგ პოსტში შეიტყობთ თუ როგორ "სწორდებოდა" სასკოლო გამოცდების ნამუშევრები და რა იყო ეროვნული გამოცდების ყველაზე დიდი უსამართლობა.

Comments

  1. sakmaod saintereso postia...amat rom kitxo yvelaperma kargad chaiara da obieqturi iyo es gamocdebi magram ragac ar etyoba...

    ReplyDelete
  2. saqartveloshi yvelaferi zgaparia :D mara eri mxriv kargia - davujerot da bednierebic viqnebit )))

    ReplyDelete
  3. შემდეგ პოსტს ველოდები .

    ReplyDelete
  4. თითქოს რაღაც აკლია პოსტს :შ დაუსრულებელია.

    ReplyDelete
  5. რა აკლია ბარემ მითხარი

    ReplyDelete
  6. დაუსრულებელი არის კი, პს არ წაგიკითხავს ეტყობა

    ReplyDelete
  7. ოლიმპიადები მახსენდება, 12 ქულა რომ გავასაჩივრე შემდეგ 3.. და მომიმატეს..

    მანდ სულ სხვა ამბებია..

    ReplyDelete
  8. რაღა სხვა ამბები 12 ქულა რომ გაგიხდება გასასაჩივრებელი არაკომპეტენტური გამსწორებლის ბრალია...

    მე ეროვნულებზე მინდოდა 7 ქულის გასაჩივრება და რომ მივხვდი წინასწარ შედეგს აღარ გადავდგი ეს ნაბიჯი...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((