ოთხი დღე რუსთავი 2-ის თვალით


"ახალი ამბები კეთდება აქ"
 სულ რაღაც ოთხი დღით ვიყავი სოფელში, მაგრამ უდიდესი რელაქსაცია და გაბედნიერებიზაცია განვიცადე, რადგან ჩემთან ერთად იყო ქართული ტელესივრცის გიგანტი - რუსთავი 2 - მთელი შემართებით. სხვა რა გზა მქონდა, ჩემი საწყალი ტელევიზორი სხვა არხს არ აჩვენებდა, მეც ვყლაპე და ვყლაპე რუსთავი2-ის ტკბილი აბები...

   ამ დღეების განმავლობაში მე გავარკვიე, რომ ევრობასკეტზე ჩასული საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ნაცმოძრაობის აქტივისტები კი არ იყვნენ, რომელთა ლიტვაში ჩასვლაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა, არამედ ჩვენებურების რეალური და აღტყინებული ქომაგები იყვნენ, რომლებმაც პურის ფულიც კი მოიკლეს კლაიპედასა თუ ვილნიუსში გადასაფრენად. თუმცა "სიმართლეც" რომ არ გამერკვია, იმ ხალხს პარტიულ სტაჟს მაინც ვერ დავუწუნებდი - ისე სერიოზულად და დინჯად ადევნებდნენ თამაშს თვალყურს, თითქოს ჩოგბურთის მატჩი მიმდინარეობდა.


 კიდევ გავარკვიე, რომ საქართველოს მყუდროებას მხოლოდ ოპოზიცია არღვევს, რომელიც რუსეთისგან ფინანსდება და კალვერას ბანდასავით დაშლიგინობს ჩვენს პატრიოტებით სავსე სამშობლოში, მაგრამ "შესანიშნავი შვიდეული" ამ დროს რატომ პასიურობს? რატომ არ ზეიმობს სამართლიანობას? "კანონის ძალით" რატომ არ აპატიმრებენ ამ ბურჯგამოცლილ და გაჩეჩილ ხალხს? - ამაზე პასუხი ჯერ არ მიმიღია...

შენი სახის ნათებას...
 მაგრამ რუსთავი 2 გრძნობათა ტყვეობაში ხომ არ დამტოვებდა, ჯერ ხომ არ ვიცოდი რა მელოდა 6-საათიანი კურიერის სახით წინ!.. აქამდე არ შემეძლო წავსულიყავი და ნამდვილი ზღვა მენახა საკუთარი თვალით, მაგრამ რუსთავი2-მა  ერთდროულად ბათუმში, ანაკლიასა და მესტიაში დასვენების გასაოცარი სიტკბოება განმაცდევინა სულ რაღაც 2 წუთში, თანაც დროისა და ფულის დანაკარგის გარეშე...

 კურიერი 9 საათზე კი ეს იგივეა, რაც პეპეს ზღაპრები პირველ არხზე, უბრალოდ უნდა უყურო და მერე ტკბილად დაიძინო :))

 P.S. თბილისში ჩამოვედი რამდენიმე დღეა და ვატყობ, რომ კურიერის აბებზე ვზივარ. მივმართავ სხვა ნარკუშებს: დაანებეთ თავი სუბოტექსსა და სხვა საშუალებებს, ჩვენთან ყველაფერია - მფრინავი ლომებიც და სამძუძუიანი ქალებიც...




Comments

  1. kidev kargi imedi ar iCherda, tore iqac ara naklebi zgaprebi itxvzeba xolme... : )

    ReplyDelete
  2. ეგ ალისა საოცრებათა სამყაროშია :)) ისე კი აჩვენებდა მარა ცუდად და ვერ ავიტანე "ხარვეზებიანი" საქართველო

    ReplyDelete
  3. ვუყუროთ R2-ს და გვეგონოს რომ ვართ ბედნიერები.. ამ ეტაპზე სხვა მაინც არ შეგვიძლია..

    ისე რუსთავი 2 ნათელი მაგალითია თუ როგორ მოქმედებს მედია ელექტორატზე. და რა გავლენა აქვს კიდევ ინტერნეტს..

    ReplyDelete
  4. და მაგის შედეგის ნათელი მაგალითია ხალხის გამომეტყველება ქუჩაში :))

    ReplyDelete
  5. ისე გამოკითხვაში მინდოდა ხმის მიცემა აგერ გვერდზე და ვერ გავაკეთე არჩევანი საკმაო ფიქრის შემდეგაც კი.. :))

    ჩავამატებდი მე "არც ერთს"

    ReplyDelete
  6. vakvirdebi am blogs da sul ufrodaufro ixveweba statiebi... bravo avtors... shen rom romelime jurnalistvis gemushava furors moaxdendi saqartveloshi :D
    vinmem icit 25-e kadris sheaaxeb? :?

    ReplyDelete
  7. giorgibenashvili სამწუხაროდ ვერ შევასწორებ, ეს ხომ ბლოგპოსტია :))

    Anonymous 25-ე კადრის დროც მოვა ჩვენს ბლოგზე :))

    ReplyDelete
  8. საღოლ სტატიის ავტორს, ისე ესეც იდოს აქ, შედით და ნახეთ ტროლი ჟურნალისტები :))

    http://www.facebook.com/Troll.Journalists

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს