ვინ/რატომ კითხულობს წიგნს?
ადამიანის საუკეთესო ორფეხა მეგობარი - ველოსიპედი, - ლაპარაკით მაინც არ მოგაბეზრებს თავს.
ადამიანის საუკეთესო უფეხო (მაგრამ არა უფხო) მეგობარი, რაღათქმაუნდა - წიგნი!
როცა ეგვიპტელმა უხუცესებმა პაპირუსის ხელნაწერები ნახეს, თავზე ხელი შემოიკრეს, - ეს დაღუპავს ამას, - თქვეს და საჩვენებელი თითი თავთან მიიტანეს, მაგრამ წიგნებს დღემდე წერენ, აქვეყნებენ და კითხულობენ. მართალია კომპიუტერმაც ბევრ წიგნს დაუკარგა მკითხველი, მაგრამ ფუნქციები და მისწრაფებებიც შეიცვალა დროთა განმავლობაში...
ერთი უკიდურესობა:
რიგითი ქართველი ბიჭის/გოგჩოს სტატუსი, რომელმაც ნახა, რომ facebook-ში მხოლოდ მისნაირები არ არიან და ღამის 3 საათზე კომენტების კითხვისას თვალებჩაწყალებულმა აღმოაჩინა, რომ არსებობს ადამიანი, რომლის ლექსიკასაც ვერ წვდება, მაგრამ უნდა მასთან კავშირის დამყარება ვერბალური თუ ანატომიური გაგებით:
"- აბა ხალხო, რას მირჩევთ, რა წავიკითხო?"
![]() |
| gone with facebook... |
გულმოწყალე მეგობრები სიტყვებს არ იშურებენ და ყველაფერს "ურჩევენ" რაც კი რამ წაუკითხავთ ოდესმე, მერე ე.წ. "კარუსელები" იწყება - აშკარად ვხვდებით, რომ სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო... (თუ უბრალოდ სახლში გედოს)" ჯერ მხოლოდ 20-ია გამოსული (ამ 50-ეულზე სხვა დროს...).
ფეისომანი მესტატუსე არ ცდილობს მათ შეჩერებას, რადგან კომენტარების დაგროვების აზარტშია შესული - ალბათ რამეს შეარჩევს...
მეორე უკიდურესობაა საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული სკოლის მოსწავლე, რომელიც კლასის წინაშე ენას წაიგდებს და სხაპასხუპით ჩამოთვლის იმ 30 წიგნის სახელწოდებასა და ავტორს, რომლებიც გასული ზაფხულის ცხელ დღეებში შთანთქა, მაგრამ ვერაფრით დაელაპარაკები ლიტერატურაზე...
P.S. არ ვთვლი, რომ დიდი უპირატესობა მაქვს ამ მხრივ, სამწუხაროდ, წიგნის კითხვა გვიან შემიყვარდა, მაგრამ ნორმალურ ადამიანს ":დ:დ:დ"-ებისა და პორნოსაიტების მისამართების წერის გარდა სხვა რამეებიც უნდა შეგეძლოს, - ალბათ დამეთანხმებით...


მეც დამისტატუსებია მირჩიეთ რამე ლიბ.გე-ზე რომ წავიკითხო-მეთქი, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ მინდა ვიღაცას მოვაწონო თავი, ან ვინმეს ლექსიკას ვერ ვწვდები :) მარტო უარყოფითი გიწერია, დადებითი ვერაფერი ვნახე სამწუხაროდ ;)
ReplyDelete"რიგითი ქართველი ბიჭის/გოგჩოს სტატუსი, რომელმაც ნახა, რომ facebook-ში მხოლოდ მისნაირები არ არიან და ღამის 3 საათზე კომენტების კითხვისას თვალებჩაწყალებულმა აღმოაჩინა, რომ არსებობს ადამიანი, რომლის ლექსიკასაც ვერ წვდება, მაგრამ უნდა მასთან კავშირის დამყარება ვერბალური თუ ანატომიური გაგებით"––––ვაღიარებ,მეც მქონია ისეთი შემთხვევა,რომ ვინმეს ლექსიკა რომ გამეგო,ორჯერ გადამიკითხავს მისი ნაწერი და კიდევ ერთი,არ მიყვარს გაპიარებული წიგნების კითხვა. (იმედია,მოვიშლი ამ ჩვევას)
ReplyDeleteვერ ვიტყვი რომ წიგნის კითხვა ძალიან მიყვარს მაგრამ ისეთი საინტერესო წიგნები გამოდის დღეს რეალისტური კადრებით დატვირთული რომ არ შემიძლია გვერდზე გადავდო..
ReplyDeleteGrafinia ვისაც ეგ არ ესადაგება ბუნებრივია არც მიიღებს საკუთარ თავზე და ლიბ.გე კიდევ სრულიად სხვა სფეროა - ალბათ ხვდები რისი თქმაც მინდა
ReplyDeleteმხოლოდ უარყოფითი ნამდვილად არ იკითხება, ცდები
და კიდევ ერთი,არ მიყვარს გაპიარებული წიგნების კითხვა. (იმედია,მოვიშლი ამ ჩვევას) - გეთანხმები, მარა ვისაც არაფერი წაუკითხავს კარგია მაგას მაინც თუ წაიკითხავენ
ReplyDelete"თქვენ ლიტერატურის სიყვარული მარტო წიგნის კითხვა გგონიათ, მაგრამ რასაც წაიკითხავ იმას გააზრება ხომ უნდა?"-ეს ისე ;)
ReplyDeleteპ.ს. ისევ "გესლიანი" გრაფინია ვარ, უბრალოდ წეღან სხვა იდით დავპოსტე :)
"თქვენ ლიტერატურის სიყვარული მარტო წიგნის კითხვა გგონიათ, მაგრამ რასაც წაიკითხავ იმას გააზრება ხომ უნდა?"- სწორედ მაგაზე ვწერდი ჩემო გრაფინიაა თუ კონტესა :))
ReplyDelete