My mom is facebookly dead...:((
![]() |
| "-hi maaark, but who are you?" |
აი უკვე თითქმის ერთი წელი შესრულდა დედა რაც შენ დამტოვე... ხომ გახსოვს? ღამის 5 საათზე მივუბრუნდი facebook-ს და ახალი სტატუსი გამოვაქვეყნე: my mom is dead...:((-მეთქი... ისიც ხომ გახსოვს, რა შოკი გამოიწვია ამ სტატუსმა მთელ სა–friend-ეში, 5 წუთში 1257 კომენტარი დაფიქსირდა დეე... ყველას ეწყინა შენი წასვლა დეე... ყველა ახლობელს შენი სურათი ეყენა profile photo-დ, აი ის სურათი დე, პირველად რომ დაგარეგისტრირე facebook-ზე და სახეგაბრწყინებული მონიტორს ვეღარ აგაგლიჯე... შენ კი, შენ ახლა სულ ჩამქრალი უნდა იყო, უკვე ერთი წელია მწვანე შუქი აღარ შემინიშნავს შენი name-ის გასწვრივ...
საოცარი მოგონებები შემომრჩა დეე, რომელიბიც ჩემი memory-დან აღარასოდეს ამოიშლება, აუ დედიიიიი...
გახსოვს? შენ გვერდით ოთახში იჯექი, მე კიდე chat-ში გწერდი: დე, კვერცხი მაინც შემიწვი დილიდან პირში ლუკმა არ ჩამიდია–მეთქი, შენ კი მიპასუხე: მოიცა რა 5 წუთი, სადაცაა მეთხუთმეტე level-ზე გადავალ და საქათმესაც ავაშენებო. კი მშიოდა, მაგრამ მოვითმინე და მაშინვე დავ–post-ე შენი წარმატება ჩემს wall-ზე, მიხაროდა, რომ ჩემი 70 წლის დედო არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩემი friend-ების ახალგაზრდა მშობლებს...
და შენთან ერთად მეც ვებრძოდი ამ ოხერ სიბერეს. გახსოვს, ჭაღარასა და დანაოჭებულს როგორ ჩამოგაკელი 40 წელი photoshop-ის საშუალებით?მაშინვე გადმოგიგზავნე ფოტოები სამზარეულოში ფბ–ზე შესაყრელად, შენ კი ყველას სათითაოდ აძლევდი upload-ს. აბა რა იცოდი ctrl რას ნიშნავდა, მარა ეგეც ხომ გასწავლე დეე... მახსოვს, როგორც კი რამე ახალს გასწავლიდი chat-ში კოცნის სმაილს მიგზავნიდი, ზოგჯერ კი ისეთი განუზომელი იყო შენი მადლიერება, რომ წელიწადში ერთი–ორჯერ მაინც წამოდგებოდი, მწყდებოდი facebook-ს და ჩემთან შემოხვიდოდი მართლა რომ გეკოცნა.... არ დამავიწყდება ეს დეეეეეე......
შენ რომ თვალი მოხუჭე მაშინვე online-შეკვეთა გავაკეთე დამკრძალავ ბიურო "ჰადესში". სოფელში დავაკრძალინე შენი თავი, იმიტომ რომ farmville-ი მუდამ გერჩივნა cityvilles-ს. ქალაქში კი შენს გარეშე ყველამ მოიწყინა, შენ რომ საჭმელს აღარ აკეთებდი და–share–ებულ ხაჭაპურსა და ხინკალსაც ვეღარ ვუყურებდი. ისე კი ჩურჩხელები არ მოსცილებია მთელი ერთი თვე შენი follower-ების timeline-ებს, უყვარდა ცხონებულსო...
ამიერიდან სულ შენზე იმღერებენ 9 windows-ისა და 9 linux–ის იქით, მე რაღა ვქნა დეე? მე ვინ მიმღერებს იავნანას სკაიპით? ჰა დე?...
და ბოლოს მაინც საბჭოთა მენტალიტეტმა გძლია...ისევ "ოდნოს" მიუბრუნდი...რა გინდოდა მაგ დასაწვავში? რა დაგაკლო ცუკერბერგმა? ერთი წელია შენ ჩემთვის მკვდარი ხარ მენტალურად, ერთი თვე კი ფიზიკურადაც. ეგებ რეინკარნაციამ მაინც გიშველოს...მერე იმედია დამიბრუნდები...
შენი ტკბილი სმაილები მომენატრა დეე......
შენი ტკბილი ლაიქები მომენატრა დეე........
P.S. fuck you და სხვა wtf-ები არ გიყვარდა, მაგრამ შენი წასვლის მერე დიდხანს ვეღარ გავძელი და ისევ მათი აქტიური იუზერი გავხდი, მაპატიებ ხო დე? და კიდევ – შენი პაროლი გავტეხე, 123456–ზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე დე?! omg wtf...

ჩავიხოცე, ცუდად ვარ! :D :D :D :D
ReplyDeleteყოჩაღ, თოკო რა ;)
მაგ სიტყვას რომ ამბობ კარგის ნიშანია ხოლმე :)) გმადლობ :დ
Deleteო.ღ.ჩ.....ვამაყობ:პ
ReplyDeleteგანვმეორდები , ამ ბიჭს დიდი პოტენციალი აქვს .
ReplyDeleteმიხარია , თავიდანვე სწორად შეგაფასე :)))
პოტენციალი და დაზომბება შენ! :დდ
Deleteკარგად ვიხალისე... : ) საინტერესო იყო...
ReplyDeleteკეთილი იყოს შენი ფეხი მუნ :დ
Deleteჩემი ფეხი თუ თვალები აქ ხშირად იმყოფება, უბრალოდ არ ძალმუძს კომენტარების ხშირად წერა, სიზარმაცისა და გამო... :)))
ReplyDeleteაჰამ... მოხარული ვარ :)) გუთ! ზოგჯერ გაიმეტე ხოლმე :დ
ReplyDeleteშევეცდები :)... შენც შემოიარე ხოლმე ჩემსკენ.... ))
ReplyDelete