მეტრო-რასიზმი და მგზავრთა კატეგორიები
თბილისის მეტროთი ხალხის სამი კატეგორია სარგებლობს:
1) ადამიანები, რომლებიც თავჩაქინდრულები მგზავრობენ და ძირითადად ერთ წერტილს არიან მიჩერებულნი, ეს წერტილი კი ჩვეულებრივ იატაკზე (იშვიათად ფანჯარაზეც) მდებარეობს. ეს კარჩაკეტილ-დეპრესიულთა კატეგორიაა მოღუშული ან უკეთეს შემთხვევაში უტყვი სახით.
2) ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს უყურებენ მეტროს კარებების სარკისებური ეფექტის წყალობით და ერთი სული აქვთ, კარი დაიხუროს და მატარებელი გვირაბში შევიდეს, იმ წამსვე იწყებენ თმების სწორებას ან პროფილის შემოწმებას. მათი საყვარელი "ტურები" სამგორი-ვარკეთილი, სადგურის მოედანი-მარჯანიშვილი და მისთანანია, ამ გრძელ გზებზე განსაკუთრებით დიდხანს უწევთ სარკეში ცქერა.
3) მესამე კატეგორიაში, ალბათ თავადაც ხვდებით, შედიან ადამიანები, რომლებიც ყველას და ყველაფერს უყურებენ, წარმოუდგენელია მათი თვალებისთვის დასვენება ან მორიდების გრძნობის ქონა, მათი პოზიციიდან შეიძლება შენი სხეულის რომელიმე ნაწილი უცებ სამყაროს ათვლის წერტილად იქცეს. ისინი სულ წრიალებენ და სანამ დანიშნულების პუნქტს მიაღწევენ, ვაგონში გამოკრულ ყველა სარეკლამო პლაკატის ტექსტს იზეპირებენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე კატეგორიის მგზავრები ძალზედ ცოტანი არიან, ყველაზე მეტი კი რა თქმა უნდა მესამე კატეგორიის წევრები არიან, მათთვის მეტრო სამოთხეა პიკის საათემში, დანარჩენი ორი ჯგუფისთვის კი - პირიქით.
დღეს ერთი-ორ უსიამოვნო ფაქტს შევესწარი მეტროში. შავკანიანმა ვიღაც შერეკილ ქალს დაუთმო ადგილი, ამან კი მისი აფრიკული საუბრის (სადაურები იყვნენ კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი :დ) გაგონებისას სიცილი დაიწყო უადგილო სიტყვების თანხლებით, თან ისე მწარედ რომ გააჩუმა კიდეც, თუმცა მის მიმართ ზიზღის ძლიერი გრძნობა არ გამჩენია, რადგან აშკარად ეტყობოდა - საღ გონებაზე არ იყო.
მეორე ფაქტს რაც შეეხება, ისევ რასისტულ გამოხტომასთან გვაქვს საქმე. ორი ქალი ფეხზე დგას, ჩასასვლელად არიან გამზადებულნი, გვერდით ვაგონში კი შავკანიანი დაინახეს და სიცილით ჩაკვდნენ, ნახე რას უგავს თმებიო... ანტირასისტული დისპუტის დაწყებას არ ვაპირებ, არც ქართულ შეუგნებლობას გავუსვამ ხაზს, მე მხოლოდ ფაქტი აღვნიშნე და იმედია შეფასება არ გაგიჭირდებათ.
პ.ს. ვიმედოვნებ, ბოლოს აღნიშნული ფაქტი ტენდენციად არ იქცევა და მეტროს მგზავრთა კატეგორიას ეს ნეგატიური მეოთხე ჯგუფი არ შეემატება, თქვენ კი შეგიძლიათ საკუთარი თავი ზემოთ ჩამოთვლილი სამიდან რომელიმეს მიაკუთვნოთ, ხოლო თუ ეს ვერ შეძელით ე.ი მეოთხე - მძინარეთა კატეგორია ჩამონათვალში გამომრჩა.


კაი ეხლა, საქართველო და რასიზმი ვის გაუგია))) ყოველ შემთხვევაში მე არასდროს შევსწრებივარ და არც არავისგან გამიგონია ეგეთი რამ)) იმის არ იყოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რომ გამოუყო უეფამ რასიზმთან ბრძოლისთვის ორასი თუ სამასი ათასი ევრო და კაცმა არ იცის რაში დაიხარჯა ის ფული))
ReplyDeleteმაგხელა თანხები საქართველოში დღეს ანტირასისტული მიზნებისთვის უცხოა ალბათ და ფეხბურთის ფედერაცია რა შუაშია არ ვიცი, მარა "კაი ეხლა, საქართველო და რასიზმი ვის გაუგია)))"-ს რაც შეეხება, რასიზმმა ქვეყნები და საზღვრები არ იცის და ჩემთვის პირადად უთქვამს რამდენიმე - "ხო რასისტი ვარ და რა ვქნა"... ასე რომ ვერ დაგეთანხმები ;)
Delete"კაი ეხლა, საქართველო და რასიზმი ვის გაუგია" - საქართველოში რასიზმს ვერ ხედავ ? :)))
Deleteქართველების უმეტესობა რასისტია , რუსები , სომხები , აზერბაიჯანელები , თურქები და ასე შემდეგ , ყველა ეზიზღებათ , დასცინიან , ქართველები გამორჩეული და აღმატებული ერი ჰგონიათ , აფრიკელები და ჩინელების ზიზღზე ხო აღარაფერს ვამბობ , ეგ თავისთავად ახასიათებთ რასისტებს , განსხვავებული კანის ფერი განსაკუთრებულ ზიზღს იწვევს , პატრიოტიზმს იბრალებენ და ამით ხსნიან , ქართველების(უმრავლეოსობის) პატრიოტიზმი შენიღბული რასიზმია , მთელი ამ ზიზღებით და საკუთარი ერის სხვა ერებზე აღმატებულობის რწმენით , მაგალითისთვის გაიხსნე ფრაზა - ქართველები ყველაზე მაგრები ვართ , ყველაზე ნიჭიერები ვართ და ასე შემდეგ , და ესენი უბრალოდ ფრაზები კი არ არის , ღრმად სწამთ და ესეთი აზროვნება აქვთ , თუმცა ქართველები იმდენად მაგარი ერი ვართ სად ჩვენ და სად რასიზმი აბა :D რუსები გვაბრალებენ :D
აპაა, ქართველები ისეთი მაგრები ვართ თვით საქართველოშიც გვაქვს ჩვენი "შიდარასიზმი" - "რაც მაგრები ვართ კახელები ვართ" ან "უიმე, რა ყველა მეგრელია" და ა.შ :^^ ეჰ... გეთანხმები ყოლიფერში :დ
Deleteშეიძლება ვიღაცას უთქვამს კიდეც შენთვის რასისტი ვარო, მაგრამ რაღაც არამგონია ეგ ადამიანები შავკანიანებს ქუჩაში ეძახდნენ რამეს))))
ReplyDeleteპირში არც ეძახიან დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ბევრი რასისტი და ქსენოფობია საქართველოში :)))
Deleteჰოდა, მთავარია დაძახებამდე არ მივიდეს საქმე. გამოდის რომ თავშეკავებული რასისტები არიან საქართველოში, ინტელიგენტი რასისტები)))))))))
ReplyDelete