კობო აბეს ქვიშის ფილოსოფია


 "ქალი ქვიშაში" ცნობილი იაპონელი მწერლის, კობო აბეს გენიალური ნაწარმოებია. აბეს ნამდვილი სახელი კიმიფუსია, მისმა პირველივე ნოველამ აკუტაგავას სახელობის პრემია დაიმსახურა. კობო აბეს მოთხრობებმა სწრაფად მოიცვეს მსოფლიო, "ქალი ქვიშაში" კი მისი ცნობადობისა და გენიალობის თვალსაჩინო მაგალითია.
 იაპონური მწერლობით თავდაპირველად ჰარუკი მურაკამით მოვიხიბლე, მურაკამისა და აბეს ენა გასაოცარია, როცა ვკითხულობ ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ 40-50-იანი ან 80-იანი წლები მელაპარაკება. იაპონიამ, რომელმაც ტრადიციები ყოველდღიურ ცხოვრებაში შეინარჩუნა და თავისი ინდივიდუალობით გამორჩეული "კუნძულია" მთელ დედამიწაზე, გასაოცრად თავისუფლად და ულტრათანამედროვედ მოაზროვნე მწერლები აღზარდა, ამიტომაც მიზიდავს ქართული რელობისთვის ასეთი უცხო სამყარო და აზროვნება.

 მიუხედავად იმისა, რომ რომანს "ქალი ქვიშაში" ქვია, მთავარი გმირი მამაკაცია - ნიკი ძიუმპეი, რომლის სახელიც მხოლოდ დასასრულს გაიჟღერებს, ზოგადად კი ნაწარმოები გვარ-სახელებს მოკლებულია. ნიკი ძიუმპეი ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური რუტინისგან დაღლილი მასწავლებელია, რომელიც თავისუფალ დროს მწერებს აგროვებს და იმის იმედი აქვს, რომ ახალ სახეობას აღმოაჩენს და მისი სახელი ამ გზით შემორჩება ისტორიას. ასე წაადგება იგი ერთ სოფელს, რომელსაც ქვიშა ყლაპავს პირდაპირი მნიშვნელობით, სოფლის მცხოვრებლები კი ყოველდღიურად წმენდენ სახლებს ქვიშისგან, რომლებიც უკვე ორმოებში დგანან და სოფელს მაინც არ ტოვებენ.

 "- დიახ, ჩვენთან მკაცრად იცავენ აღთქმას: უერთგულე სამშობლოს სიყვარულის სულს.
 - კი მაგრამ, რა სულია ეს?
 - იმ ადგილის სიყვარულის სული, სადაც ცხოვრობ."
 ნიკი ძიუმპეი ამ სიტუაციის ტყვე ხდება, მას მოტყუებით ჩასვამენ ქვრივთან და ქვიშის ამოზიდვას აიძილებენ. ნიკი ვერ ხვდება ამ ყველაფრის აზრს, მას აცოფებს სოფლის უგუნურება და შეუგნებლობა, უაზრო შრომა, იბადება სასიყვარულო გრძნობები და გასაჭირისგან გამოწვეული ლოგიკა, იგი იწყებს ფიქრს გაქცევაზე, მაგრამ რომანი წარმოუდგენელი დასასრულით გვირგვინდება.
 კობო აბეს ენა, თხრობის სტილი, შედარებები, დახასიათებები და აზრები შესანიშნავია. ამ რომანში შეიძლება ითქვას, რომ ქვიშა მუხანათურ ცხოვრებას უტოლდება, რომელიც ყველას წირავს მარტოობისთვის, საერთოდ აბეს ნაწარმოებებს გასდევს ლაიტმოტივად ცხოვრების დაუნდობლობა, ადამიანთა სიმარტოვე და ხალხის გაუცხოება.

 "ნაცემი და ქვიშით დაფარული კაცი ბუნდოვნად გრძნობდა, რომ ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ეს აზრი სადღაც ცნობიერების კუნჭულში უბჟუტავდა. მისი ცნობიერება კი მოგაგონებდათ ოფლით გაჟღენთილ საცვალს, რომლის შიგნითაც მხოლოდ გულის ფეთქვა იყო მტკივნეულად მკაფიო. ქალს ცეცხლივით მწველი ხელები იღლიებში ეწყო და მისი სხეულის სუნი ეკალივით სცემდა ცხვირში. მოეჩვენა თითქოს ქალის ალერსიან ხელებში ისე იწვა, როგორც პატარა კენჭი მშვიდი მდინარის კალაპოტში."
 ასე რომ გისურვებთ პირველად კითხვის ბედნიერებას...

Comments

  1. eseti prezentacia kobos ar hqonia mgoni :DDD

    ReplyDelete
  2. es wigni itargma qartulad ukve>? tu ara achvene es posti gamomcemlobas da tavshi waaweren ;|)

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობთ, ითარგმნა საუკუნის წინათ :დ

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს