გაფიცვების განრიგი 2013 წლისთვის


  რაც ახალი მთავრობა მოვიდა სახელმწიფოს სათავეში, ძალიან მომრავლდა გაფიცვები. გაფიცვომანია მოედო ყველას - ოლიგარქებსა და სოციალურად დაუცველებს, უფლისწულებს და მათხოვრებს, კომიკოსებსა და მხერხავებს, "პროსტიტუტკებსა" და ჟურნალისტებს, "გეიებსა" და ნატურალებს, მამაოებსა და ჯასტინ ბიბერის ფანებს, მოკლედ სია დაუსრულებელია. ახლა კი ვნახოთ - კიდევ ვინ? სად? და როდის? გაიფიცება:


    ამა წლის
  24 თებერვალს - გაიფიცებიან ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის კრიტიკოსები, რომლებიც დაგმობენ რუსეთუმეების, სომხური დიასპორისა და სხვა გადამთიელების მხრიდან ქართველ კინემატოგრაფისტთა ახალი ტალღის ნამუშევრების დაბლოკვას ოსკარის ცერემონიაზე.
   30 თებერვალს - გაიფიცებიან ამავე დღეს დაბადებული ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ, ერთხელ და სამუდამოდ აეხსნას ტაბუ ქართული საზოგადოების მხრიდან ამ საიდუმლოებით მოცულ თარიღს.
  1 მარტს - გაიფიცება ჩიტუნია თაქთაქიშვილი, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოუშვას ეზოში ნაციონალურმა მოძრაობამ, რათა თავისი ბულბულისებრი გალობით გაზაფხული მოიყვანოს.
 მარტის დადგომის(ა) და მიუხედავად - გაიფიცებიან თბილი დღეები, რასაც ნაცმოძრაობა მთავრობის პოლიტიკის საგარეო კურსის საათის ისრის მიმართულებით 90 გრადუსიანი ცვლილებით ახსნის. აციებასთან დაკავშირებით კალაძის "კანტორა" (с - აქუ) ქუჩებში დადგამს "ბუტკებს", სადაც სოციალურად დაუცველებს შეასახლებენ.
 4 აპრილს - გაიფიცებიან ქართველი ბავშვები, რომლებსაც ზემოთხსენებულმა კალაძის "კანტორამ" ჭიაკოკონობისთვის გადანახული "პაკრიშკების" წაართვა "ბუტკების" გათბობის სისტემის აღჭურვისთვის.
 6 მაისს - გაიფიცებიან წმ. გიორგისთან სულიერად დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წმინდანის თავის კვეთის დღე სულაც არაა სადღესასწაულო.
 ლომისობას - გაიფიცებიან ქართველი ცხვრები, მათი განცხადებით უფლისთვის ცოცხალი მსხვერპლის შეწირვა პრიმიტიული აზროვნების ნაყოფია და ე.წ. მორწმუნეებს მეტი რაციონალიზმი მართებთ.
 ივნისის დადგომასთან ერთად - გაიფიცება ბაჩანა ახალაია, რადგან ციხეში ცოტა დაცხება. როგორც ბატონი ახალაია აცხადებს: "სისტემა უნდა დაინგრეს!"
 18 ივლისს - გაიფიცება სტალინის სული, რადგან ის დღესაც ძალზედ აქტუალურია საქართველოში. როგორც იგი აღნიშნავს, Pink-ი მხოლოდ Freud-ს ერითმება.
 2 სექტემბერს - გაიფიცებიან ქართული უნივერსიტეტების დიპლომები, რომელთა აზრითაც, მათი ფასი ცოდნა უნდა იყოს და არა სტუდენტის მიერ 4 წლის განმავლობაში გადახდილი 9000 ლარი.
 5 ოქტომბერს - გაიფიცებიან ქალიშვილობისა და ვაჟიშვილობის ინსტიტუტის წარმომადგენელთა "ბრაუზერები" და სხვადასხვა ნივთები, მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების გამო.
 23 ნოემბერს - გაიფიცება ერთიანი ნაცმოძი, რადგან ამ დღეს გიორგობის ნაცვლად აღარ აღინიშნება ვარდების რევოლუციის 10 წლისთავი.
 10 დეკემბერს - გაიფიცებიან ქართველი ოღრაშები, რომლებიც მოითხოვენ, რომ ყოველი დღე შაბათი უნდა იყოს! მათ მოთხოვნას შეუერთდება გუბაზ სანიკიძე, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუღია დამსახურებული მილიონი.
  ახალი წლის მოახლოებასთან ერთად - გაიფიცებიან შალვა ნათელაშვილი და ტელეღიპუცები, როგორც ისინი აცხადებენ, ყველა გაიფიცა და ბარემ ჩვენც გავიფიცებითო...



Comments

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს